III ნაწილი. სრულვყოთ საკუთარი თავი

მეცადინეობა 1. „სამოქალაქო კომპეტენციების“ ანკეტაზე მუშაობა

მეცადინეობის მიზნები:

  • 1) საკუთარი აზრის ჩამოყალიბება იმის შესახებ, თუ რა თვისებებია მოქალაქეობრივი;
  • 2) ჯგუფში გადაწყვეტილების მიღება.

საჭირო რესურსი და დამატებითი მასალა:

  • ფლიპჩარტი;
  • „სამოქალაქო კომპეტენციის“ დაბეჭდილი ანკეტები (იხ. დანართი) ყველა მონაწილლისთვის

 

მეცადინეობის მსვლელობა

I ეტაპი. თემის შესავალი

მონაწილეები საუბრობენ იმის შესახებ, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული თვისებები ითვლება მოქალაქეობრივად, თვით ერთი ქვეყნის შიგნითაც  ხალხის აზრი ხშირად პრინციპულად განსხვადება: ვიღაც ამა თუ იმ თვისებას მიიჩნევს მნიშვნელოვნად, სხვა კი ამ თვისებას მავნედაც? მიიჩნევს. მონაწილეებს ურიგდებათ „სამოქალაქო კომპეტენციბის ანკეტა“ და ეძლევათ დავალება (იხ. დანართი). ანკეტა შეიძლება შეავსონ ელექტრონულადაც [1].

II ეტაპი. ანკეტაზე მუშაობა

თავიდან მონაწილეები მუშაობენ ინდივიდუალურად. მათი ამოცანაა - შეაფასონ მოქალაქის მახასიათებლები შვიდქულიან სკალაზე (1- ყვალაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი, 7- ყვალაზე მნიშვნელოვანი). მას შემდეგ, რაც მონაწილეები ინდივიდუალურად შეაფასებენ თვისებებს ქულებით, გააერთიანეთ ისინი 4-5 კაციან ჯგუფებში. ჯგუფის დავალებაა - ყველაფერი კარგად განიხილონ, მოილაპარაკონ გუნდის შიგნით და აირჩიონ ანკეტიდან მათი აზრით სამი ყველაზე მნიშვნელოვანი და სამი ყველაზე უმნიშვნელო ქცევა. თხოვეთ მათ, ჯგუფში მსჯელობა დაიწყონ მნიშვნელოვანი თვისებების არჩევით.

III ეტაპი. ანკეტირების შედეგები

წამყვანი ეკითხება თითოეულ ჯგუფს:

  • შეძელით თუ ვერა მოლაპარაკება, საერთო აზრამდე მისვლა? თუ ვერა, განსხვავებული აზრიც უნდა გადაიტანოთ ფლიპჩარტზე;
  • რომელი თვისებები აირჩიეთ ყველაზე მნიშვნელოვნად? (წამყვანი ფლიპჩარტზე აფიქსირებს თვისების ნომრებს);
  • რომელი თვისებები აირჩიეთ ყველაზე ნაკლებ მნიშვნელოვნად? (წამყვანი ფლიპჩარტზე აფიქსირებს თვისების ნომრებს).

თვისებების ჩამოწერის შემდეგ წამყვანი თხოვს ჯგუფებს, ახსნან თავიანთი არჩევანი. თუ დრო შეზღუდულია, შეიძლება მხოლოდ იმ თვისებების განხილვით შემოფარგვლა, რომლებმაც უფრო მეტი წინააღმდეგობა გამოიწვია.

წყარო
  1. მოქალაქის ქცევის ანკეტა «Действия гражданина». URL: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSflOa1X2uP0GVTqLploKHljuLn-rPEdbQHXHhqsJiCLld066g/viewform (თარიღი: 10.10.2017).

დანართი

„სამოქალაქო კომპეტენციების“ ანკეტა

თქვენი აზრით, მოქალაქის რომელი მახასიათებლებია ყველაზე მნიშვნელოვანი? გთხოვთ, ინდივიდუალურად შეაფასოთ თითოეული 7 ქულიანი სკალის სისტემით  (1- ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი, 7 - ყველაზე მნიშვნელოვანი).

  1. არჩევნებში მონაწილეობა
  2. მოხალისეთა ორგანიზაციებში მონაწილეობა.
  3. პილიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა.
  4. საქონლის არჩევა პოლიტიკური, ეკოლოგიური და მორალური მიზეზებით.
  5. გააჩნდეს დამოუკიდებელი აზრი.
  6. ცდილობდეს, გაიგოს სხვა ადამიანების მოსაზრებები.
  7. ხელისუფლების ორგანოების მოქმედებების თვალყურის დევნება.
  8. იყოს მსაჯული მოწვევის შემთხვევაში.
  9. ყოველთვის დაემორჩილოს კანონებს.
  10. შეატყობინეთ დანაშაულის შესახებ, რომლის მოწმეც გახდით.
  11. არ აარიდოს თავი გადასახადებს.
  12. იყოს მზად, საჭიროების შემთხვევაში იმსახუროს ჯარში.
  13. საკუთარ ქვეყანაში იმ ხალხის დახმარება, ვინც თქვენზე უარესად ცხოვრობს.
  14. იმ ხალხის დახმარება, ვინც თქვენზე უარესად ცხოვრობს.