მეცადინეობის მიზნები:
საჭირო რესურსი და მასალა:
საჭირო დრო: 45–60 წუთი, იმის მიხედვით, აჩვენებთ მთელ ვედეო მასალას თუ მხოლოდ აშის ექსპერიმენტს.
ზოგადი რეკომენდაციები მოდერატორს/ტრენერს:
ტერმინები:
წინასაარჩევნო პროგრამა - კონცეპტუალური დოკუმენტი, რომელსაც აქვეყნებს კანდიდატი ან საარჩევნო გაერთიანება (პოლიტიკური პარტია) საარჩევნი კამპანიის დროს ან მის დაწყებამდე და რომელიც ეხება ქვეყნის (რეგიონის, დასახლებული პუნქტის) განვითარების აქტუალურ პრობლემებს და მათი მოგვარების გზებს;
კონფორმიზმი (ლათ. Conformis – „მსგავსი“) - ადამიანის ქცევის, ან შეხედულების შეცვლა სხვა ადამიანის, ან ჯგუფის რეალური, ან წარმოსახვითი ზეგავლენის შედეგად;
კრიტერიუმი (ძვ, ბერძნ. κριτήριον - „განსხვავების საშუალება, მსჯელობის და გაზომვის შესაძლებლობა“) - ნიშანი, საზომი, რომლის მიხედვითაც რაიმეს აფასებენ, არკვევენ მნიშვნელობას, რის მიხედვითაც მსჯელობენ.
მეცადინეობის მსვლელობა
I ეტაპი. გამოწვევა(პროვოცირება)
მონაწილეებს გავაცნოთ მეცადინეობის მიზნები. ვკითხოთ: რამდენად ხშირად უწევთ ცხოვრებაში არჩევანის გაკეთება? ვთხოვოთ, დაასახელონ მაგალითები. საჭიროების შემთხვევაში ვუბიძგოთ, დაასახელონ მაგალითები ყოველდღიური ცხოვრებიდან, მაგ: რა ჩავიცვათ, რა ნომერი ტრანსპორტით ვიმგზავროთ, როგორ გადავანაწილოთ საქმიანობები დღის განმავლობაში და ა.შ. ვკითხოთ, რის მიხედვით აკეთებენ არჩევანს, რას აქცევენ ყურადღებას? პასუხები ჩამოვწეროთ დაფაზე.
ვკითხოთ, ყოველი აჩევანის წინ ვაცნობიერებთ თუ არა, რატომ ვაკეთებთ ამ არჩევანს?
ვკითხოთ მონაწილეებს, რამდენად არიან ისინი სხვისი/ სხვების გავლენის ქვეშ, როდესაც აკეთებენ არჩევანს. იმის დასადასტურებლად, რომ ადამიანები ვექცევით კონფორმიზმის გავლენის ქვეშ, ვაჩვენოთ ვიდეორგოლი აშის ესქპერიმენტით „ბრბოს ეფექტი,“ ნუთუ შენ ცხვარი ხარ?“ [4]; თუ ჩვენება რაიმე მიზეზით ვერ ხერხდება, ვუამბოთ მისი შინაარსი.
ავუხსნათ, რომ კონფორმიზმი გავლენას ახდენს არა მხოლოდ ბავშვებზე. ვაჩვენოთ ვიდეო ტესტი „თეთრი და შავი პირამიდა“ [3].
ადამიანზე სხვების გავლენა კარგად ჩანს ვიდეო რგოლებში „სოციალური ექსპერიმენტი“ [2] და „საინტერესო სოციალური ექსპერიმენტი. ბრბოს ფსიქოლოგია“ [1];
II ეტაპი. ცოდნის კონსტრუირება
მონაწილეებს ავუხსნათ, რომ არჩევნების წინ შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ მათი პროგრამების მიხედვით. ვკითხოთ მონაწილეებს, თუ აქვთ მსგავსი გამოცდილება და თუ კი, რას მიაქციეს ყურადღება პროგრამის შეფასებისას და გადაწყვეტილების მიღებისას.
ავუხსნათ მონაწილეებს, რომ ადამიანებისთვის პროგრამების შეფასების კრიტერიუმები განსხვავებულია და ყველა თვითონ ირჩევს, რა არის მისთვის მთავარი არჩევანის გაკეთების დროს.
. მონაწილეებს ვაძლევთ დავალებას: 5 წუთის განმავლობაში ინდივიდუალურად დაფიქრდნენ და ჩაინიშნონ 3-5 კრიტერიუმი, რომელსაც მიაქცევდნენ ყურადღებას კანდიდატის პროგრამის განხილვისას. დასრულების შემდეგ 5 წუთის განმავლობაში იდეები გაუზიარონ ერთმანეთს წყვილებში და შეთანხმდნენ საერთო 3-5 კრიტერიუმზე. ამის შემდეგ 15 წუთის განმავლობაში 4 ან 6 მონაწილე შეთანხმდეს საერთო 3-5 კრიტერიუმზე. ყველა ჯგუფი ამზადებს ფლიპჩარტზე და წარმოადგენს საკუთარ კრიტერიუმებს.
პრეზენტაციების შემდეგ გამოვყოთ საერთო და განსხვავებული კრიტერიუმები. ვკითხოთ, ხომ არ იყო ისეთი კრიტერიუმიც, რაც არ მოხვდა ამ სიაში, მაგრამ მიაჩნიათ მნიშვნელოვნად. ასეთის არსებობის შემთხვევაში ჩვენ თვითონ მივამატოთ ისიც საერთო სიას.
თუ მონაწილეებმა არ შემოგვთავაზეს, მიმართული შეკითხვების საშუალებით დავაფიქროთ კრიტერიუმებზე:
ავუხსნათ, რომ კრიტერიუმების რაოდენობაც ინდივიდუალურია ამომრჩევლებისთვის და ზოგისთვის ერთადერთი კრიტერიუმია საკმარისი, ზოგი კი გაცილებით მკაცრია, თუმცა ეს მათი უფლებაა.
კითხეთ მონაწილეებს, რამდენად გაუადვილდებოდათ არჩევანის გაკეთება, შესაძლებელი რომ იყოს პროგრამის გაზომვა და შესაბამისი ნიშნის/ქულის დაწერა/ მინიჭება. უთხარით, რომ არსებობს შესაბამისი ტექნიკა, რომელიც დაეხმარებათ ნებისმიერი არჩევანის გაკეთებისას და არა მხოლოდ არჩევნების დროს. (მაგ: ტანსაცმლის ან სხვა ყიდვისას, დასვენების ადგილის არჩევისას და სხვ).
ავუხსნათ მონაწილეებს, რომ ერთი ან რამდენიმე კრიტერიუმი შეიძლება იყოს ძალიან მნიშვნელოვანი სხვებთან შედარებით და რომ თითოეულ კრიტერიუმს აქვს თავისი წონა, ანუ მნიშვნელობა. ეს ძალიან ინდივიდუალურია და შეიძლება ძალიან ახლობელი ადამიანების აზრიც კი არ ემთხვეოდეს ერთმანეთს. ყველას შეუძლია ინდივიდუალურად გაზომოს, დაითვალოს, რამდენ ქულას აიღებს პროგრამა პირადად მისთვის და ამის მიხედვით უკვე ადვილია საბოლოო არჩევანის გაკეთება.
ნიმუშისთვის მათთან ერთად დაფაზე შეავსეთ ცხრილი, 1-ის მსგავსი ცხრილი:
მეორე სვეტში ჩამოწერეთ კრიტერიუმები, რომლებსაც თქვენ მნიშვნელოვნად თვლით პროგრამისთვის;
ცხრილი1
წინასაარჩევნო პროგრამების შეფასება (ქულებში)
№ |
კრიტერიუმი |
კრიტერიუმის წონა/მნიშვნელობა |
პროგრამის კრიტერიუმის მოთხოვნებთან შესაბამისობის დონე |
საბოლოო ქულა |
1 |
ითვალისწინებს ჩემი და ჩემი ახლობლების ინტერესებთან თანხვედრას |
5 |
3 |
15 |
2 |
რეალისტურობა და მიღწევადობა |
4 |
3 |
12 |
3 |
................................. |
2 |
5 |
10 |
4 |
................................ |
3 |
4 |
12 |
|
ჯამი |
49 |
მაგ: თუ ვთვლით, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პროგრამა ითვალისწინებდეს ჩემი და ჩემი ახლობლების ინტერესებს, ამ კრიტერიუმს ექნება მაქსიმალური წონა ანუ 5 და თუ ეს პროგრამა ნაწილობრივ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას, მივანიჭოთ საშუალო ქულა -3.
დაურიგეთ მონაწილეებს ინდივიდუალურად განსხვავებული პროგრამების თითო ადაპტირებული ვარიანტი. შესაძლოა გამოიყენოთ საარჩევნო პროგრამის მხოლოდ ის ნაწილი, რაც ეხება ახალგაზრდობის საკითხებს. გამოდგება ძველი საარჩევნო პროგრამებიც, რომლებშიც არ იქნება მითითებული, ვისი პროგრამაა. პროგრამები დანომრეთ პირობითად სიმბოლოებით ან ფერებით. თხოვეთ მონაწილეებს, ინდივიდუალურად შეაფასონ პროგრამები მათთვის სასურველი მხოლოდ 2 კრიტერიუმით და გაარკვიონ, რამდენი ქულა დააგროვა პროგრამამ. შეუძლიათ ისარგებლონ დაფაზე გამზადებული შეფასების ნიმუშითაც.
თუ ჯგუფის წევრებს აქვთ შესაბამისი მათემატიკური უნარები, სასურველია, დაითვალონ მაქსიმალური შესაძლო ქულიდან რამდენი ქულა დააგროვა პროგრამამ. ამისთვის კრიტერიუმების რაოდენობა უნდა გამრავლდეს კრიტერიუმების მაქსიმალურ წონაზე და გამრავლდეს კრიტერიუმების დაკმაყოფილების მაქსიმალურ ქულაზე. ჩვენს მაგალითში ეს იქნებოდა:
4 კრიტერიუმი * 5 *5 =100 ქულა ანუ მაქსიმალური 100 შესაძლო ქულიდან პროგრამამ დააგროვა 49 ქულა.
მხოლოდ 2 კრიტერიუმის შემთხვევაში იქნებოდა 2*5*5=50 ქულა და ა.შ.
მიეცით მათ ამისთვის 10 წთ და შემდეგ თითოეული პროგრამისთვის დაფაზე დაწერეთ ყველა ქულა, რითაც ის ინდივიდუალურად შეაფასეს მონაწილეებმა. მაგ: პროგრამამ მიიღო: 13, 25, 19 და 23 ქულები. აღმოჩნდება, რომ ეს ქულები სულაც არაა ერთი და იგივე. ასაუბრეთ მონაწილეები, რატომ მიიღეს ასეთი განსხვავებული შედეგები? რა შეკითხვას დაუსვამდნენ შესაბამის კანდიდატს?
აუხსენით მონაწილეებს, რომ მსგავსი მეთოდით შეუძლია განიხილონ სხვა პროგრამებიც რეალური არჩევნების დროს და გააკეთონ შეგნებული და არგუმენტირებული არჩევანი.
III ეტაპი. რეფლექსია
მეცადინეობის ბოლოს მონაწილეებს კითხეთ:
შეახსენეთ მონაწილეებს მეცადინეობის მიზნები და თხოვეთ შეაჯამონ, რა ახალი ცოდნა და უნარები მიიღეს.